"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" ქსელში არსებული დასავლეთ საქართველოს ეროვნულ-სამედიცინო ცენტრი აცხადებს საზაფხულო სტაჟირებას ადმინისტრაციული და კლინიკური მიმართულებებით. სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საშუალება ეძლევათ გაიარონ სხვადასხვა პროფესიული ტრენინგები და დააგროვონ სამუშაო გამოცდილება მრავალპროფილურ ჰოსპიტალში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი ითვალისწინებს წარმატებული სტაჟიორების დასაქმებას. როგორც სამედიცინო კორპორაცია ევექსში აცხადებენ წარმატებული სტაჟიორები მოხვდებიან „სამედიცინო კორპორაცია ევექსის" საკადრო რეზერვში, რაც დასაქმების რეალური შანსია.
„სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში, სადაც 7 000 - მდე თანამშრომელია დასაქმებული და ერთ ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს უწყვეტი სამედიცინო განათლება. დღეისათვის კორპორაცია მართავს 36 კლინიკას ქვეყნის 6 რეგიონში: იმერეთი, აჭარა, სამეგრელო, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი და შიდა ქართლი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჯამში 30 მდე სტაჟიორის მიღება. სტაჟირების პროგრამა გაგრძელდება 3 დან 6 თვემდე.