აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა - ამ მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების რეჟიმის მიერ რეპრესირებულები და დაზარალებულები, რომლებიც უკვე წლებია უშედეგოდ იბრძვიან საკუთარი სიმართლის დასადგენად, გაერთიანდნენ და ახალ მოძრაობას „აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა" იწყებენ. მათ სათავეში ერთი - ერთი გახმაურებული საქმის, „ელიტ ელექტრონიქსის" ყოფილი დამფუძნებელი, ნაც. მოძრაობის ხელისუფლების რეჟიმის მიერ უკანონოდ დაპატიმრებული , რეპრესირებული და ბიზნეს წართმეული ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ჩაუდგა.
ისინი აღშფოთებულნი არიან მიმდინარე მოვლენებით. ნაც. მოძრაობის ხელისუფლების მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ყველა საქმეზე, რომელზეც პროკურატურა იწყებს მუშაობას, ნაციონალიური მოძრაობის წევრები, მათთან დაახლოებული ზოგიეთი არასამთავრობოები, უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტები , პოლიტიკურ სარჩულს ადებენ, პოლიტიკურ დევნად აფასებენ და ცდილობენ ამით შეაფერხონ და ხელი შეუშალონ სამართლიანობის აღდგენის პროცესს, რასაც ათი ათასობით დაზარალებული, უკანონოდ ქონებაწართმეული, სასტიკად ნაწამები და რეპრესირებული ნაც. მოძრაობის სისტემის მსხვერპლი მოუთმენლად ელოდება და სამართლიანობის აღდგენის იმედით ცხოვრობს.
საზოგადოებრივი მოძრაობა
„აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა"
იმუშავებს საზოგადოებრივი პრინციპებით. ის იქნება:
• კონსტრუქციული
• აპოლიტიკური
• შედეგზე ორიენტირებული
მოძრაობის მისია და მიზანი იქნება:
1. ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ რეპრესირებულთა და დაზარალებულთა გაერთიანება, ზიანის აღრიცხვა და დათვლა.
2. სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრების პროცესში ჩართული ორგანიზაციებისა და მოქალაქეების კოორდინაცია და სინერგიის შექმნა.
3. სხვადასხვა საზოგადოებრივი აქტივობებით, ხელისუფლებისთვის შეხსენება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი სამართლიანობის აღდგენის დაჩქარებას ელის.
4. მოძრაობის აქტივობით არ უნდა მიეცეს საშუალება ნაციონალურ მოძრაობას და მათ მხარდამჭერ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს, პოლიტიკური სარჩულის გამოყენებით, ხელი შეუშალონ ჩადენილი უკანონობების გამოძიებისა და მართლმსაჯულების აღსრულების პროცესს.
5. მონიტორინგი გაუწიოს პროკურატურასა და სასამართლოში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების უკანონო მოქმედებებით დაზარალებულთა და რეპრესირებულთა საქმეებზე მიმდინარე პროცესს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენას და კანონის უზენაესობის დამკვიდრებას.
6. დაეხმაროს მთავრობას სამართლიანობის აღდგენა-დამკვიდრებისათვის გზების ძიებაში, როგორც კონკრეტული წინადადებების შეთავაზებებით, ისე კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების პროექტების შეთავაზების გზით.
7. მოახდინოს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩების თუ სხვა სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმირება ჩადენილი დანაშაულებებისა თუ სამართლიანობის აღდგენის პროცესის შესახებ.
8. მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება მასობრივი საშუალებებით წინა ხელისუფლების მიერ უკანონო მოქმედებებით რეპრესირებულთა და დაზარალებულთა საქმეების მიმდინარეობის შესახებ. უზრუნველყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა სამართლიანობის აღდგენისა და დამკვიდრების პროცესში.
ხვალ 12 აგვისტოს თბილისში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" 11 საათზე გაიმართება კონფერენცია თემაზე „აღადგინე და დაამკვიდრე სამართლიანობა". მოწვეულნი არიან : არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ცნობილი ადვოკატები , მედიისა და საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები