გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თანამებრძოლი და მომხრე ევროდეპუტატი ელმარ ბროკი განმარტავს თუ რატომ არის გერმანია უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი.
„ახლა ნატოს გაფართებაზე საუბარი ცეცხლზე ნავთის დასხმის მანიშნებელი იქნება. ჩვენ დიპლომატიური გადაწყვეტის მიღწევა გვინდა. იმიტომ, რომ ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე პუნქტის მიხედვით უკრაინის ნატოში მიღება იქნებოდა იმის მანიშნებელი, რომ ნატო რუსეთთან ომში ჩაერთო. ხოლო ეს კი მსოფლიოში არავის არ უნდა. ვინაიდან ეს შესაძლოა ბურთვული იარაღის მონაწილეობით კონფრონტაციის დაწყების მანიშნებელი გახდეს.
ამიტომაც ახლა ეს დროის საკითხია. უკრაინის მთავრობამაც განაცხადა, რომ ქვეყნის ნატოში გაწევრიანების საკითხი ჯერ არ განიხილება",_ აცხადებს ბროკი.