გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი უკრაინისათვის სამხედრო ტექნიკის გადაცემის ინიციატივით გამოდის, რომელიც მას დაეხმარება უკეთ დაიცვას სახელმწიფო საზღვარი. განცხადება ამის შესახებ ევროდეპუტატმა, მერკელის მომხრემ და თანამებრძოლმა ელმარ ბროკმა გააკეთა.
რაც შეეხება სამხედრო მხარდაჭერას ევროკავშირის მხრიდან ბროკი მიიჩნევს, რომ ამაზე ახლა საუბარი არასწორი იქნებოდა.
„ევროპელებისა და ამერიკელების მიზანი პოლიტკური და დიპლომატიური გადაწყვეტილების მიღწევა. სამხედრო დაპირისპირება კი მოლაპარაკებებისაკენ მიმავალ ყველა გზას დახურავდა.
თუმცა ჩვენ მიიჩნევთ და ანგელა მერკელი თავად მოითხოვს ამას, რომ უნდა განხორციელდეს უკრაინის დახმარება ტექნიკით, იმისათვის რათა მას საზღვრის დაცვისა და ეფექტური კონტროლის საშუალება ჰქონდეს და ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბოევიკებისათვის იარაღის მიწოდების გზა ჩაკეტოს",_ აცხადებს ბროკი.
მისივე თქმით, კანცლერი აქტიურად არის ჩართული საკითხებში იმისათვის რათა უკრაინის ტექნიკური აღჭურვით უზრუნველყოფა მოხდეს. ის ასევე ემხრობა ეუთოს დამკვირვებელთა რაოდენობის ზრდას.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვსურს, რომ ეს კონფლიქტი საერთაშორისო გახდეს და ისეთ შედეგამდე მივიდეს, რომელიც დნესტრისპირეთში დადგა. ეს არც უკრაინას და არც მის მთავრობას არ სურს",_ აცხადებს დიპლომატი.