რუსეთის მოთხოვნით მოწვეულ გაეროს უშიშროების საბჭოზე გაეროში უკრაინის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე პავლიჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინა სრულად ასრულებს დონეცკისა და ლუგანსკის რაიონების მოსახლეობის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისი არ არის. მისივე თქმით, მთავრობას ძალუძს სიტუაციის მართვა.
სხდომაზე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა ყველას მოუწოდა „მიიღონ სასწრაფო ზომები უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის მოსახლეობისათვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოსაჩენად" და მოითხოვდა, რომ წითელი ჯვრის ორგანიზაციის თანხლებით უკრაინაში რუსული ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნოს.
ამაზე უკრაინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „კრიზისის რეალური მიზეზი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მოქმედებაა".
პავლიჩენკომ აუწყა მსოფლიო საზოგადოებას, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინელი სამხედროების პოზიციების დაცხრილვას და ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას უკრაინის საზღვარზე.
„ვთავაზობთ რუსეთს შეწყვიტოს დაქირავებულებისა და იარაღის გაგზავნა და არასტაბილურობის თესვა",_ განაცხადა მან.
რუსეთის ფედერაციის წინადადებებს გაეროს უშიშროების საბჭოზე მხარი არავინ დაუჭირა.
მხოლოდ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა არ მოითხოვა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მოქმედი ბოევიკების განიარაღება. ის მხოლოდ განცხადებით შემოიფარგლა, რომელშიც მხარი დაუჭირა ყველა მხარის მიერ სიმშვიდის გამოჩენას და კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას".
საბჭოს მონაწილეთა უმრავლესობამ პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი და მას თავად პრობლების წარმომქმნელი უწოდა.
„პარადოქსია, რომ რუსეთი მოითხოვს განხილვას კრიზისისას, რომელიც თავადვე შექმნა",_ განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სწორედ დონეცკსა და ლუგანსკში მოქმედი სეპარატისტების გამო უარესდება სიტუაცია, ხოლო იქ სადაც სეპარატისტები არ არიან ადამიანები ბრუნდებიან.
„რუსეთს შეუძლია ყველაზე ეს დაასრულოს და იარაღის მიწოდება შეწყვიტოს",_განაცხადა აშშ-ს წარმომადგენელმა.
„რუსეთი თავიდანვე უჭერდა მხარს ამ უკანონო ომს. უკრაინის შეიარაღებული ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ გაწმინდონ ქვეყანა უკანონო შეიარაღებლი ფორმირებებისაგან",_ განაცხადა ლიტვის წარმომადგენელმა.
მასალის გამოყენების პირობები