ბოლო დღეების განმავლობაში რუსული ჯარის უკრაინაში პირდაპირი შეჭრის საფრთხე  გაიზარდა. განცხადება ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი" ავრცელებს. 
„ჩვენ გვაქვს მიზეზი, ვიეჭვოთ,  - ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსული ჯარის შეჭრის პირპირი საფრთხე ახლა იმაზე გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რამდენიმე დღის წინ",_განაცხადა ტუსკმა.