ამერიკულმა „The Coca-Cola Company"-მ აგვისტოდან რუსეთის ოთხი ტელევიზიის ეთერიდან რეკლამა გაიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ „კომერსანტი" ავრცელებს.
„კომპანია „Coca-Cola"-ს პროდუქციის რეკლამა აგვისტოდან აღარ გავა „რენ-ტვ"-ს, „მეხუთე არხის", „დომაშნის" და „ზვეზდას" ეთერში",_ წერს „კომერსანტი" მედიაბაზარზე არსებულ წყაროზე დაყრდნობით.
სააგენტო „MediaVest" ის წარმომადგენელმა, რომელიც ტელევიზიაში რეკლამის შესყიდვებით არის დაკავებული ეს ინფორმაცია დაადასტურა და ეს გადაწყვეტილება მედიადაგეგმარებით ახსნა.
„ეს ოთხივე არხი ყველაზე ნაკლებად უხდება „Coca-Cola"-ს ბრენდებს და რეკლამისმომცემმა ბიუჯეტის გადანაწილება გადაწყვიტა",_ განაცხადა მან.
ამავე დროს ექსპერტები საელევიზიო რეკლამის ბაზრის საკითხებში არ გამორიცხავენ, რომ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა აშშ-ს სანქციებთან იყოს დაკავშირებული.