ჰოლივუდში ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად Forbes-მა სანდრა ბალოკი დაასახელა. როგორც ირკვევა, გასული წლის ივნისიდან 2014 წლის ივნისამდე მსახიობმა 50 მლნ დოლარი გამოიმუშავა. ბალოკს ყველაზე დიდი შემოსავალი, მიმდინარე პერიოდში ფილმმა „გრავიტაციამ" მოუტანა. ამერიკაში ფილმის გაქირავებიდან, მის შემქმნელებს „გრავიტაციამ" საერთო ჯამში 274 მლნ დოლარი აშოვნინა, ხოლო მთელი მსოფლიო გაქირავებიდან კი 716 მლნ დოლარი.
Forbes-ის რეიტინგში მეორე პოზიციაზეა ჯენიფერ ლოურენსი 34 მლნ დოლარის შემოსავლით, ხოლო მესამე პოზიციაზე ჯენიფერ ენისტონი - 31 მლნ დოლარით.
მეოთხე პოზიციაზე კი გვინეტ პელტროუა, რომელმაც ერთ წელიწადში 19 მლნ დოლარის გამომუშავება შესძლო. ანჟელინა ჯოლი და კამერონ დიასი მეხუთე ადგილს იყოფენ, რადგანაც მათი შემოსავალი მიმდინარე პერიოდისათვის მხოლოდ 18-18 მლნ დოლარი იყო.