"ფორმულა-1"-ში მსოფლიოს ჩემპიონის მიხეილ შუმახერის მეუღლე, კორინა შუმახერი, მეუღლის კუთვნილი თვითმფრინავის გარდა Ferrari F-2000-საც ყიდის. ავტომობილის კალიფორნიის აუქციონზე უკვე გატანილია და მისი საწყისი ღირებულება 1,5 მლნ. ევროა.
როგორც ცნობილია, 2000 წელს მიხეილ შუმახერმა მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული და „ბენეტონიდან" „ფერარიზე" გადაჯდა.
როგორც ცნობილია, მიხეილ შუმახერი კომაშია და ის დიდი ხნის გამავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, ხოლო ცოტახნის უკან უკვე სახლში გადაიყვანეს, სადაც სამკურნალო კურსს გადის. მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა ალპურ კურორტ მერიბელში მომხდარი ინციდენტისას თავის ქალის სერიოზული ტრავმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის უკან გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორინა შუმახერი, მრბოლელის კუთვნილ თვითმფრინავს ყიდდა.
თვითმფრინავი Falcon 2000EX 8 მგზავრეა გათვლილი და მის კორპუსზე მიხეილ შუმახერის ინიციალებია დატანილი. თვითმფრინავის გაყიდვას, შუმახერის ოჯახი 20 მლნ ევროდ გეგმავს, ეს იმ ფონზე, როდესაც ანალოგიური თვითმფრინავის ფასი 25 მლნ ევროა.