დღეიდან საბერძნეთის სასამართლო კუდ-ის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საბეძნეთიდან საქართველოში ექსტრადირების საკითხის განხილვას იწყებს. უცნობია კონკრეტული ვადა, თუ რამდენი დღე დასჭირდება სასამართლოს დათა ახალაიას საქმის განსახილველად.
ადვოკატებმა რამდენიმე კვირის წინ საბერძნეთის სასამართოს დათა ახალაიას პოლიტიკური დევნის დამადასტურებელი დოკუმენტები წარუდგინეს. კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია რამდენიმე თვის წინ, საბერძნეთში დააკავეს. იგი საბერძნეთიდან იტალიაში ყალბი საბუთებით გადასვლას ცდილობდა. ახალაიას გირაოს სახით 100 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა და თანხის გადახდის შემდეგ, გაათავისუფლეს. საქართველოში დათა ახალაიას წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მათ შორის ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის და გირგვლიანის მკვლელობის საქმე.