უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის საჰაერო ძალების 11 ვერტმფრენი შეიჭრა, - იტყობინება უკრაინის თავდაცვისა უსაფრთხოების საბჭო.
„ლუგანსკის მხარის დასახლებულ პუნქტებში დაფიქსირდა რუსეთის ტერიტორიიდან 11 ვერტმფრენის შემოჭრა, კერძოდ, მი-8, მი-24 და კა -52 ტიპის ვერტმფრენების. ამავე დროს, რუსეთის უპილოტო მფრინავმა აპარატებმა არაერთხელ დაარღვიეს უკრაინის საჰაერო სივრცე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.