ამბასადორიალის ფარგლებში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს დღეს ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია შეხვდა.
ელჩებთან შეხვედრაზე თბილისის მერმა ადგილობრივი თვითმართველობის მიმართულებით ქვეყანაში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ცვლილებებზე, რომელმაც არსებითად შეცვალა მიდგომები ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით.
დიპლომატებთან შეხვედრისას ქალაქის მერმა ხაზი გაუსვა მუნიციპალური მმართველობის საკითხში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას. მან მზადყოფნა გამოთქვა ელჩებთან ითანამშრომლოს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებისა და თბილისის დამეგობრების პროცესში.