Beats უკვე Apple -ის საკუთრებაა. ამერიკული კორპორაცია გაფართოებას განაგრძობს და ბოლო პერიოდში ახალ კომპანიებს „იერთებს". უკვე ცნობილია, რომ Apple -მა უკვე ოფიციალურად დაასრულა მოლაპარაკებები და აუდიოტექნიკის მწარმოებელი Beats Electronics -სა და მუსიკალური სერვისის - Beats Music -ის მფლობელი გახდა. „ჩაკბეჩილმა ვაშლმა" ახალ შენაძენში 3 მლრდ დოლარი გადაიხადა.
Apple -მა საკუთარ ვებგვერდზე Beats -ის შესახებ მცირე ინფორმაცია უკვე განათავსა კიდეც.
გარიგების მიხედვით, Beats საკუთარ ბრენდის შეინარჩუნებს, თუმცა Apple -სთვის პრემიუმ ყურსასმენებს გამოუშვებს, რომელზედაც Apple -ს ლოგოც იქნება დატანილი .
iTunes -ეს პარალელურად, სადაც მომხმარებელს მუსიკის შეძენა და ონლაინ რადიოს მოსმენა შეუძლია, იფუნქციონირებს Beats -იც.