რესპოდენტის შესახებ
უკვე მერამდენედ გადადაიდო პარლამენტში განვითარების ბანკის შექმნის შესახებ კანონპროექტის განხილვა. ამის ერთ-ერთი მიზეზი სავალუტო ფონდის უკმაყოფილებაც ყოფილა. თუ რა შუაშია სავალუტო ფონდი და რამდენად სწორი იყო პარლამეტის პოზიცია ამ კანინპროექტის პირველი მოსმენით მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ჯი-ეიჩ-ენმა კომენტარი სთხოვა საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ეკონომიკური განვითარების ცენტრის თავმჯდომარეს, რომან გოცირიძეს.
- ბატონო რომან, თქვენ მრავწლიანი გამოცდილება გაქვთ სავალუტი ფონდთან ურთიერთობის. მართლაც, როგორც კულუარებიდან გამოჟონა, სავალუტო ფონდი უკმაყოფილო ყოფილა მთავრობის ამ ინიციატივით და მოუთხოვია მისი განხილვის შეჩერება პარლამენტში. რამდენად სწორია ეს?
- სავსებით შესაძლებელია. თუმცა არც ის არის გამორიცხული, რომ მთავრობა და პარლამენტი გაერკვა ამ ავანტურისტული იდეის არამართებულობაში და დაიწყო ფიქრი მასზე უარის სათქმელად. პარლამენტში, როგორც ვიცი, არ უყურებდნენ ამ ინიციატივას კარგად, მაგრამ მთავრობის " ხათრით" ღიად არ უპირისპირდებოდნენ. როგორც ჩანს, სავალუტო ფონდის პოზიციამ მთავრობაც დააფიქრა.
- რა შუაში აქ სავალუტო ფონდი?
საქართველოს ( კერძოდ ეროვნულ ბანკს) უნდა მიეღო ფონდიდან სესხი 150 მილიონი დოლარის ოდენობით. მისი დამტკიცება ვაშინგტონში უნდა მომხდარიყო წინა კვირას და შეეშინდათ, რომ ამ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში, შეიძლება ეს პროგრამა არ დაემტკიცებინათ.
საქართველოს მთავრობას აქვს გაფორმებული მემორანდუმი სავალუტო ფონდთან და ვალდებულია, რაღაც საკითხები მასთან შეათანხმოს ამ პროგრამის მოქმედების პერიოდში.
- უცნაურია. ცოტა გადავუხვიოთ თემას. ამ ერთი კვირის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა სიამაყით განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობისშემდგომ პერიოდში პირველად მოხდა, რომ საქართველმ სავალუტო ფონდის ყველა ვალი გაისტუმრაო. ნაადრევი აღმოჩნდა მისი სიხარული?
- ასე გამოდის. ახალი სესხი დამტკიცებულია უკვე.
- რატომ დასჭირდა საქართველოს ხელუსუფლებას ამის გაკეთება?
- უცხოური ვალუტის რზერვების შესავსებად.
შარშან დეკემბერ- იანვარში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები შემცირდა 470 მილიონი დოლარით. ეს თანხა დაიხარჯა ლარის მკვეთრი დევალვაციის თავიდან ასაცილებლად.მიზეზი არასწორი საბიუჯეტო ხარჯები იყო. ნეგატიური მოვლენები მთელი 2014 წლის განმავლობაშიც გაგრძელდა. პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, უკვე შვიდი თვეა, ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს რეზერვების შევსებას სავალუტო ბაზრიდან. წინა კვირას, მოულოდნელად, ერთადერთხელ ამ თვეების განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა თავისუფალ ბაზარზე შეიძინა 20 მილიონი დოლარი.
- რას უნდა მივაწეროთ ეს " გამონათება"?
-ალბათ, ტურისტულ სეზონს. რამდენად მდგრადი იქნება ეს ტენდენცია, დრო გვაჩვენებს.
-ანუ ახალი სესხის გამო გახდა სავალუტო ფონდისადმი ანგარიშგაწევა აუცილებელი?
- კი, ასეა. თუმცა, სამწუხაროდ, განსხვავებით წინა წლებისაგან, არ ისმის სავალუტო ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლობის ხმა. უამრავი საკითხია, სადაც ვალდებულნი არიან გამოხატონ თავიანთ ნათელი პოზიცია. წინათ სავალუტო ფონდის ყოველი მისიის ჩამოსვლა აცოცხლებდა გარემოს, ცოცხალი კამათის თემა იყო მათი მასალები.. ახლა ისე წავლენ თბილისიდან, მათ შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ თუ იცის და არც რაიმე დოკუმენტი ქვეყნდება. ჩემს დროს თითქმის ყველა დოკუმეტი ხელმისაწვდომი იყო მედიისათვის, ისევე როგორც, ხდებოდა ყველა მისიის შედეგების ფართო განხილვა ფონდის სპეციალისტების მონაწილეობით. დღეს ყველაფერი გასაიდუმლოებულია. არც ფონდის ადგილობრივი წარმომადგენლობის აქტივობა შეიმჩნევა.
- მაინც მადლობა გვეთქმის სავალუტო ფონდისათვის, რომ შეაჩერა ამ კანონპროექტის განხილვა.
- სესხი დამტკიცებულია, ამიტომ არ არის გამორიცხული, ლობისტები მთავრობაში და პარლამენტში კვლავ გააქტიურდნენ. აქ გადამწყვეტი სიტყვა პრემიერ- მინისტრმა უნდა თქვას და არ დაუშვას ამ პარაზიტული ორგანიზაციის შექმნა. თავიდან არც საპარტნიორო ფონდის შექმნა იყო სწორი და იგი ყოფილი პრემიერ- მინისტრის " ლამაზად გაშვებისთვის" იყო მოფიქრებული. რადგან ეს ორგანიზაცია უკვე არსებობს და პარლამენტში იყო ინიცირებული კანონპროექტი მისი სუვერენულ ფონდად გარდაქმნის შესახებ, მთავრობა ამ იდეას უნდა დაუბრუნდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ წლევანდელი ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი, დაახლოებით 1,6 მილიარდი ლარის ოდენობით, საშინაო და საგარეი ვალებით არის ფორმირებული და ჩვენ არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიღაცების პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შევქმნათ წინასწარ მკვდრადშობილი და კორუფციული სკანდალებისათვის განწირული დაწესებულება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ლაშა ნოდია
ავტორი: . .