იაპონიის მთავრობამ მოიწონა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი საქციების დაწესება, უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიის გამო.
სანქციები ითვალისწინებს იმ ფიზიკური და იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვას, რომლებიც ოფიციალური ტოკიოს მტკიცებით, კავშირში არიან ყირიმის ანექსიასთან და აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციასთან.
იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ - მარტში, ყირიმის ანექსიის შემდეგ, და აპრილში - უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციისას შემოიღო.