რუსეთის ტერიტორიაზე 311 უკრაინელი სამხედრო იმყოფება, რომლებიც ამ დილით ცეცხლის გახსნის შედეგად იძულებულნი იყვნენ იქით მხარეს გადასულიყვნენ. განცხადება ამის შესახებ კიევში რამდენიმე წუთის წინ ჩატარებულ ბრიფინგზე უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მისივე თქმით, ამჟამად დიპლომატიური არხებით, მიმდინარეობს ზომების მიღება იმისათვის, რათა სამხედრობი უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნდდნენ, „რის შემდეგც საბოლოდ გახდება ცნობილი მათი მხრიდან გადადგმული ამგვარი ნაბიჯის მიზეზები".
„როგორც კი უკრაინელი სამხედროები უკრაინაში დაბრუნდებიან, ჩვენ გავარკვევთ თუ რა მოხდა",_ განაცხადა ლისენკომ.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ინფორმაციით, წუხელ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 438 უკრაინელი სამხედრო გადავიდა. „მოგვიანებით 180 -მა მათგანმა სამშვობლოში დაბრუნება ისურვა და ახლა ისინი გამშვებ პუნქტ „მატვეევ კურგანზე" წაიყვანეს იმისათვის რათა უკრაინას გადასცენ",_ წერს რუსული მედია და ასევე აღნიშმავს, რომ ამჟამად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადმოსვლას კიდევ 200 უკრაინელი სამხედრო აპირებს.