თბილისში მიმდინარე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას 2014 წლის 5 აგვისტოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვევიან. შეხვედრას, რომელიც 10.00 დაიწყება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სამინისტროს ხელმძღვანელობა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები ესწრებიან.
საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, სასამართლო სისტემაში განხორციელებულ ცვლილებებსა და საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ქართველ დიპლომატებს ინფორმაციას მიაწვდიან იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პარალმენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე, სახალხო დამცველი , ასევე საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლები.
შეკრებაზე ამბასადორიალის მონაწილეები, ასევე, განიხილავენ საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს. დიპლომატებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ასევე სხვა შესაბამისი სახელწიფო სტუქტურის წარმომადგენლები შეხვდებიან.
ასევე, გაიმართება მსჯელობა ადმინისტრაციულ, საკონსულო და სავიზო პოლიტიკის საკითხებზე.
თბილისში ქართველი დიპლომატების ყოველწლიური შეხვედრა „ამბასადორიალი 2014" 4 აგვისტოს გაიხსნა და ოთხ დღეს გასტანს. სამუშაო სესიებზე ღონისძიების მონაწილეებს სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები და მინისტრები შეხვდებიან.