თბილისის საკრებულო დედაქალაქის მერს გაერთიანებული კომისიების სხდომაზე უსმენს. დავით ნარმანიამ საკრებულოს დედაქალაქის ახალი მთავრობა წარუდგინა და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. საკრებულოს დეპუტატებს აინტერესებთ თუ როგორ აპირებს თბილისის ახალი მთავრობა ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, განათლებისა და დევნილთა პრობლემების მოგვარებას.
ოპოზიციას კითხვები სოციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილი კანდიდატის გელა ჩივიაშვილის მიმართაც ჰქონდა, რომელსაც რამდენიმე წლის წინ ბრალი ჰქონდა წარდგენილი.