ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილება ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასრულების შესახებ „ჰამასისათვის" მოულოდნელი იყო. პალესტინელი ისლამისტების რეგიონალური იზლაცია ასევე გააღრმავა ეგვიპტელი შუამავლების მოთხოვნამ - მოლაპარაკებები ჩატარდეს არა „ჰამასთან" არამედ პალესტინური მოძრაობების გაერთიანებულ დელეგაციასთან.
პალესტინურმა დელეგაციამ კი მნიშვნელოვნად შეამცირა მოთხოვნების ნუსხა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებზე. პალესტინელები ღაზას სექტორიდან ბლოკადის მოხსნას, თევზჭერის ზონის გაფართოებას, პორტისა და აეროპორტის მშენებლობას, ასევე საკონტროლო გამშვები პუნქტების გახსნას არამხოლოდ ტვირთებისათვის , არამედ ადამიანებისთვისაც მოითხოვენ. თუმცა ისრაელი ჯერ ჯერობით ამ მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს - ისრაელის დელეგაცია ქაიროში ჩასვლას არ ჩქარობს.
ისრაელის სახმელეთო არმიის დიდი ნაწილი ღაზას სექტორიდან უკვე გამოყვანილია. დანარჩენები მას ნაპოვნი ტერორისტების გვირაბების განადგურების შემდეგ დატოვებს. სარდლობამ აღიარა, რომ მათ ტერორისტების ყველა გვირაბის შესახებ ინფორმაცია ნამდვილად არ აქვს.
იმისათვის რათა თავიდან იქნეს აცილებული ტერორისტების ახალი შემოჭრები, მიღებულია გადაწყვეტილება ისრაელის სამხედროების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ერვარი გამოყოფი ზოლის შექმნის შესახებ.
ამავდროულად, ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო იერიშები გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები