ანტიტერორისტულმა ძალებმა დონეცკის რაიონის ქალაქი იასინოვატაია აიღეს. ეს რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლის მნიშვნელოვანი პუქნტია. ინფორმაციას ამის შესახებ ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამ ქალაქის გათავიუსუფლებით დონეცკის ჩრდილოეთის მხრიდან ჩაკეტვა და ტერორისტებისათვის იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხი ჩაკეტვა მოხერხდა. ახლა ქალაქში დარჩენილი ტერორისტული ბანდფორმირებებისგან გაწმენდა მიმდინარეობს.
ანტიტერორისტული ოპერაციის საინფორმაციო ცენტრი ასევე იუწყება, რომ გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ტერორისტებს შორის 39 ბრძოლა გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს ანტიტერორისტულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კრასნოგოროვკა გაათავისუფლეს.
მასალის გამოყენების პირობები