გასული დღეღამის განმავლობაში უკრაინაში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 5 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
მისივე ინფორმაციით, დაჭრილია 14 სამხედრო.
„ჩატარებულ იქნა ოპერაცია ლუგანსკის ოლქის ქალაქ ჩერნოპარტიზანსკას ახლოს ბლოკირებული სამხედროების საშველად.
უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭო მოუწოდებს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას დატოვონ საკუთარი სახლები",_ აცხადებს ლისენკო.
მასალის გამოყენების პირობები