რუსეთი 4-8 აგვისტოს ფედერაციის სამხრეთ და ცენტრალური სამხედრო ოლქის სამხედრო- საჰაერო და ჰაერსაწინაღმდეგო თავდაცვის სარდლობის მონაწილეობით მასშტაბურ სამხედრო სწავლებებს ჩაატარებს.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლის იგორ კლიმოვის ინფორმაციით, ამგვარი მასშტაბური სწავლება პირველად ჩატარდება და მათში მონაწილეობას მიიღებს ავიაცია და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალები რუსეთის ყველა რეგიონიდან.
სწავლებაში ჩართული იქნება და ფრენას განახორციელებს 100 ზ მეტი ვერტმფრენი და ავიაგამანადგირებელი. მათ შორის: „სუ-27", „მიგ-31", „სუ-34", „სუ-24", „მი-8", „მი-24" და „მი-28".
მასალის გამოყენების პირობები