თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბრალდებას საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეალურად მათი განცხადება პროვოკაცია და თითიდან გამოწურული პრობლემაა.
თედო კობახიძის თქმით, უმრავლესობა ყველაზე საუკეთესო ფორმაზე, მთავრობის მომავალ წევრებთან შეხვედრაზე შეჩერდა, რომელზეც მათი პროგრამის მოსმენის საშუალება როგორც ნაციონალური მოძრაობის, ასევე სხვა ნებისმიერი პარტიის წევრებსაც მიეცემათ.
,,მთავრობის მომავალი წევრებისთვის კითხვის დასმას ყველა დეპუტატი შეძლებს, რადგან კომისიებში საკრებულოს ყველა წევრია დასაქმებული და შესაბამისად, თითოეულ მათგანს საშუალება ექნება მისთვის საინტერესო შეკითხვაზე მიიღოს პასუხი'',-განაცხადა თედო კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საკრებულოს ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცახდებით,დედაქალაქის ახალმა მერმა დავით ნარმანიამ მათი ფრაქციების წევრებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, რაც, შესაბამისად, ოპოზიციასთან თანამშრომლობის უარის ტოლფასია. როგორც ,,ნაციონალური მოძრაობა-,,თბილისი''თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განმარტა ხელისუფლება ოპოზიციის არსებობის წინააღმდეგია.