პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად ასახულიყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მოახლოვებულ ნატოს სამიტზე. როგორც პრემიერმა ,,ამბასადორიალზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა ქვეყანა ნატოს ყოველდღიურად უახლოვდება.
,, რაც შეეხება ნატოს ჩვენ მას დღითიდღე ვუახლოვდებით. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ასახულიყო საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი მოახლოვებულ ნატოს სამიტზე. Mესმის, რომ გარკვეული ქვეყნების მხრიდან არ იყო ერთობა და ერთსულოვნება ამ პოზიციაზე მაგრამ ჩვენი მხრიდან ძალისხმევა არ დაგვიკლია, რომ მაქსიმალური შედეგი არ წამოგვეღო ნატსო მოახლოვებული სამიტიდან და მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ", _განაცხადა პრემიერმა.