პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სექტემბერში დაგეგმილი ნატოს უელსის სამიტისთვის მზადება უნდა იყოს ყველა ჩვენი დიპლომატიური მისიის მიზანი და როლი. როგორც მარგველაშვილმა ,,ამბასადორიალზე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა სამიტზე უნდა მოხდეს საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების დაფასება.
,,აქ მინდა აღვნიშნო ძალიან დიდი მნიშვნელობა უელსის სამიტისა, რომელზეც წარმოდგენილი ვიქნებით სექტემბრის დასაწყისში. Aაქვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უელსის სამიტისთვის მზადება უნდა იყოს ყველა ჩვენი დიპლომატიური მისიის მიზანი და როლი, იმიტომ რომ სწორედ უელსის სამიტზე ჩვენ უნდა მივაღწიოთ ერთმნიშვნელოვან დაფასებას და აღიარებას საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების, საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში ჩართულობის და ჩვენი სწრაფვისა ნატო-ში ინტეგრაციისთვის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.