დონბასი პრორუსი ბოევიკებისაგან მიმდინარე წლის ზამთრისათვის გაიწმინდება და ამის შემდეგ უმალვე რუსული ჯარი, რომელიც უკრაინის საზღვართან დგას მუდმივი დისლოკაციის ადგოლს დაუბრუნდება. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ გააკეთა.
„დარწმუნებული ვარ, რომ მოვა დრო, როდესაც ტერორისტები უკვე აღარ იქნებიან და არც მათი მხარდაჭერა იქნება საჭირო და რუსეთს ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდალი იტყვის, რომ მათ ასეთი მანევრები ჰქონდათ და ახლა უკვე ჯარი თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილზე უნდა დაბრუნდეს",_ განაცხადა ლისენკომ და აღნიშნა, რომ ზამთრისათვის ტერორისტები უკრაინის მიწაზე უკვე აღარ იქნებიან.
„ზამთრისათვის ტერორისტები ჩვენს მიწაზე უკვე აღარ იქნებიან. და როგორც კი ჩვენ მათ განეიტრალებას, ლოკალიზებასა, ტყვედ აყვანას ან გაუვნებელყოფას შევძლებთ შეწყდება პროვოკაციები, როფროც უკრაინული ,მხრიდან ასევე რუზსეთის ფედერაციის მხრიდან",_ ახადებს ლისენკო.
მასალის გამოყენების პირობები