კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ თუშეთში სოფელი დართლოს სრული აღდგენის მიზნით, უკვე მოამზდა 34 ცალკეული პროექტი, სადაც დეტალურად არის გაწერილი თითოეული სახლის განახლების მეთოდი საძირკვლიდან გადახურვამდე. პროექტის მიხედვით, ასევე აღდგება და განახლდება დართლოს არქიტექტურული ძეგლების განადგურებული ხის კონსტრუქციები - აივნები და ბანები.
შესრულებული 34 პროექტი უკვე გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც დართლოს ფიზიკური გადარჩენის პროექტს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განახორციელებს.