2 აგვისტოს, 18:00 საათზე თბილისის მედიათეკაში იმართება ქართული ვიდეო არტის შესახებ მომზადებული პუბლკაციის პრეზენტაცია.
პუბლიკაცია მომზადდა პროექტის - "ქართული ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების კვლევის" ფარგლებში. პუბლიკაციის გამოცემამდე, შეიქმნა ქართული ვიდეო ხელოვნებისა და მოძრავი გამოსახულების ელექტრონული არქივი - www.videoimage.ge. 2014 წლის პირველ მარტს ასევე პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის, ყოფილი რკინიგზელთა კულტურის სახლის შენობაში გაიმართა ქართული ვიდეო ხელოვნების რეტროსპექტიული გამოფენა - "აღწერები."
პუბლიკაცია წარმოადგენს, პროექტის დამასრულებელ მესამე ეტაპს, რომელიც ასახავს ქართული ვიდეო ხელოვნების ტექსტური გააზრების მცდელობას. პუბლიკაცია აერთიანებს, ოთხი მოწვეული ავტორის, ხათუნა ხაბულიანის, ედიშერ ბერაძის, დავით ჩიხლაძის და ირინე ჯორჯაძის ტექსტებს, რომელთა პროფესიული პრაქტიკა უკავშირდება თანამედროვე ქართული ხელოვნების კრიტიკასა და თეორიულ გააზრებას. გამოცემაში ასევე შესულია პროექტის თანაავტორების, თამარ მუსხელიშვილისა და გიორგი სპანდერაშვილის ტექსტი ქართული ვიდეო ხელოვნების შესახებ. ასევე წარმოდგენილია პროექტის ფარგლებში გამართული გამოფენის მიმოხილვა და ფოტო დოკუმენტაცია.
პრეზენტაციაზე ასევე ნაჩვენები იქნება ქართველი არტისტების ვიდეო ნამუშევრები.