თავადცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხლის ინდივიდუალური პაკეტი, რომელსაც ნატოს საქართველოს სთავაზობს. როგორც ალასანიამ განმარტა აღნიშნული პაკეტის განხილვა მომავალ კვირას ნატოში დაიწყება.
ალასანიას განცხადებით, უშიშროების საბჭოს სხდომა ნაყოფიერი იყო.
,,ჩვენ პრემიერის დავალებით მივაწოდეთ ინფორმაცია და გავაცანით პრეზიდენტს თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და დღეიდან უელსის სამიტამდე რა ნაბიჯები გადაიდგმება საქართველოს მთავრობის მიერ, რათა ეს სამიტი წარმატებული იყოს ჩვენი ქვეყნისთვის. Dდეტალურად იქნა განხილული შემოთავაზების პაკეტი, რომელშიც თავდაცვის სამინიტრო მონაწილეობას იღებდა ნატოს ექსპერტებთან ერთად. იმ კვირაში უკვე დაიწყება მსჯელობა ნატოში, სადაც ჩაერთვება ასევე ჩვენი დელეგაცია. Pპრეზიდენტმა მოისმინა ყველა ეს ინფორმაცია. ვისაუბრეთ იმაზე თუ როგორ უნდა მოხერხდეს ინფორმაციის გაცვლა და მიწოდება ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლისთვის. Aასე რომ, შეხვედრა იყო ძალიან ნაყოფიერი და ძალიან მნიშვნელოვანი", _განაცხადა ალასანიამ.