უშიშროების საბჭოს მდივნის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, მან პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან მიიღო დასტური, რომ უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებოდა, როგორც იმერლიშვილმა ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას განაცხადა იგი ელოდებოდა პრემიერს უშიშროების საბჭოზე.
,,პირადად, პრემიერ-მინისტრთან მქონდა კონსულტაციები უშიშროების საბჭოს სხდომის დროსთან, ადგილთან დაკავშირებით. შესაბამისად მან დამიდასტურა თავისი მონაწილეობა უშიშროებსი საბჭოს სხდომაზე, შესაბამისად მე მას ველოდი პირადად. შეიძლება მან ვერ მოახერხა მოსვლა. Mმე ვიცოდი, რომ პრემიერ-მინისტრი დაესწრებოდა სხდომას", _განაცხადა იმერლიშვილმა.