მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მიმდინარეობს.
სხდომაზე ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ავღენეთში ქარული სამხედრო კონტიგენტის შემცირებას განიხილავენ.
კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს, ხოლო მის საქმიანობას წარმართავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში - ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. საბჭოს მუშაობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.
ეროვნული უშიშროების საბჭო შეიქმნა 1996 წელს და მისი საქმიანობის წესს განსაზღვრავს ორგანული კანონი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები