შსს-ს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების დარღვევა) დარღვევის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ავთანდილ ა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის V I ნაწილის შესაბამისად 300 (სამასი) ლარით დააჯარიმეს.