,,უშიშროების საბჭოზე დავგეგმავთ უელსის სამიტამდე რა დამატებითი საგარეო-პოლიტიკური და სამხედო-პოლიტიკური ნაბიჯები იქნება გადასადგმელი", _განაცხადა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
მისივე განცხადებით, იგი დღეს დაგეგმილ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრებს, იმაზე თუ რა, მოლაპარაკებები გამართა თავდაცვის სამინისტრომ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ნატოს სამდივნოსთან, პარტნიორ ქვეყნებთან.
,,ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე რა კონსულტაციები, მოლაპარაკებები გამართა თავდაცვის სამინისტრომ სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად ნატოს სამდივნოსთან, პარტნიორ ქვეყნებთან. შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც უკვე გადაიგზავნა ნატოში და მიმდინარეობს განხილვა. მოვემზადებით როგორ წარმოგვიდგენია ნატოს პოლიტიკური დეკლარაციის ნაწილი", _განაცხადა ალასანია,
დღეს, 1-ელ აგვისტოს 15:00 საათზე, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოწვევით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" უშიშროების საბჭოდან აცნობეს სხდომა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, მე-7 სართულზე გაიმართება.
დღის წესრიგით გათვალისწინებულია ნატო-ს უელსის სამიტისთვის მზადებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.