თბილისი მერიის ცხრა თანამშრომელმა თანამდებობა დატოვა. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა მათგანმა გადაწყვეტილება საკუთარი სურვილის საფუძველზე მიიღო.
თბილისის მერიაში თანამდებობები დატოვეს: აკაკი ჯოხაძემ, ხათუნა ბერძენიშვილმა, ნიკა მელიამ, დავით ნინიძემ, ლუბა კოზმავამ, ვახტანგ ბალავაძემ, ლევან მხეიძემ, შოთა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს გამართულ არჩევნებში კოალიცია ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ ამომრჩევლის ხმების 72, 47% მიიღო. ნარმანია ოფიციალურად მუშაობას, ხვალ, 2 აგვისტოდან შეუდგება.