ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა, ბრისულეში გამართულ სხდომაზე, მიიღეს გადაწყვეტილება, რუსეთის წინააღმდეგ მესამე დონის სანქციების შემოღების შესახებ.
მსოფლიოს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოები ბრისულეში საკუთარ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ სანქციები შეეხება ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორებს, ასევე სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციას.
ამ დროითვის ცნობილია, რომ ფინანსური სანქციები დაწესდება რუსეთის სახელმწიფო ბანკების (მათ შორის იმ ბანკებისთვის სადაც სახელმწიფოს წილი 50%-ს აღემატება) მიმართ, მათი საკრედიტო ბაზარზე ოპერირებისა და ფინასური ინსტრუმენტების გამოყენების წინააღმდეგ. სანქციის პერიოდი მოიცავს 90 დღეს. ასევე, იკრძალება სახბანკების მიერ ევრობონდების გამოშვება და მათ მიერ აქციების გამოშვება ევროპელი მფლობელების ინტერესებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციებში.
შეზღუდვები წესდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ინსტიტუტებისა - იმ კორპორაციებისა და სააგენტოების მიმართ, სადაც სახელწიფოს წილი აღემატება 50 %-ს.
ენერგეტიკის სფეროში სანქციები წესდება ნავთობის სექტორისთვის. ევრკავშირი აპირებს აკრძალოს რუსეთში მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების ექსპორტი და რეექსპორტი.
როიტერის ინფორმაციით, სანქციების ვადა სამი თვეა, რის შემდეგაც ევროკავშირი მისი გადახედვის უფლებას იტოვებს. თუმცა ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ შესაძლებელია მისი გამკაცრებაც.
წინასწარი ინფორმაციით სანქციები ძალაში სავარაუდოდ ხვალიდან შევა.