ლონდონში მდებარე ცათამბრჯენი Gherkin-ი გასაყიდად გამოიტანეს, რომლის გასაყიდი ღირებულებაც 1,1 მლრდ დოლარია.
40 სართულიანი, 180 მეტრის სიმაღლის შენობა ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის ნორმან ფოსტერის პროექტის მიხედვითაა აშენებული. შენობა, რომელიც 2004 წელს აიგო, ფორმით კიტრს წააგავს. სწორედ ამიტომაც მიიღო მან დასახელება Gherkin-ი.
ხშირად ჩათამბრჯენს, მისამართის გამო „მერი-ექსსაც" (30-ცენტი-მერი ექს) უწოდებენ. 2007 წელს, გერმანულმა კომპანია IVG Immobilien-მა და ბრიტანულმა ფონდმა Evans Randall-ი შენობა ერთობლივად კომპანია Swiss Re-გან 1 მლრდ დოლარად გამოისყიდეს.
ამის შემდგომ, IVG Immobilien-ს ფინანსური პრობლემები შეექმნა და 2013 წელს თავი გადახდისუუნაროდაც გამოაცხადა.
.
მასალის გამოყენების პირობები