დონეცკელმა ბოევიკებმა დონბასის ბავშვთა სახლებიდან ევაკუირებულ ბავშვებით სავსე მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაღუპულია ერთი ბავშვი. ინფორმაციას ამის შესახებ ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის" ხელმძღვანელი დიმიტრი ტიმჩუკი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს, დონეცკელ ტერორისტებთან წინასწარი შეთანხმებით მარიუპოლში მიკროავრობუსები გაიგზავნა, რომლებსაც საერთო ჯამში 60 მდე ბავშვი გადაჰყავდათ.
„გზაში ერტ ერთ მიკროვატობუსს ტერორისტებმა ცეცხლი გაუსხნეს და ეს იმის მიუხედავად გააკეთეს, რომ ისინი გაფრთხილებულნი იყვნენ იმის შესახებ, რომ მიკროავტობუსებში ბავშვები ისხდდნენ.
ბოევიკებმა ბავშვები გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს",_ წერს უკრაინული მედია.
მასალის გამოყენების პირობები