არაბეთის გაერთიანებული საემიროებმა შეიმუშავა მექანიზმი, რომლის მიხედვითაც ახალ სავიზო სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა მოხდება.
ამ დროისათვის უკვე დასრულებულია ონლაინ-სერვისისთვის მზადება და უახლოეს დღეებში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოჩნდება ვიზის ახალი ტარიფები.
შემდგომ ეტაპზე კი უკვე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი სახის ახალი ვიზები: მრავალჯერადი - ბიზნესმენებისათვის, ვიზა სამკურნალოდ ან სწავლისათვის, ვიზა კონფერენციაში მონაწილეობისათვის და სხვა. ახალ სისტემაზე გადასვლით ვიზის გაცემა უფრო ეფექტური იქნება და ის უფრო მოქნილი გახდება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ჩასვლის მსურველი ტურისტებისათვის.