ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტი სანქციურ სიაში რუსეთის იმ ფიზიკური და იურიდიული პირების დამატებით შეტანას დასთანხმდა, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებით უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ხელჰყოფენ. განცხადება ამის შესახებ ევროკავშირის დიპლომატიის პრესსამსახურის უფროსმა მაია კონიანჩიჩმა გააკეთა.
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა ასევე მიაღიწეს შეთანხმებას შეზღუდვების დაწესების შესახებ იმ სტრუქტურების მიმართ, რომლებიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რღვევის პასუხისმგებელნი არიან.
კონიანჩიჩმა აღნიშნა, რომ ეს „შეზღუდვები მიმართულია იმისკენ, რომ ყირიმისა და სევასტოპოლის ზოგ სექტორში ინვესტიციები შეჩერედეს. ისინი ასევე კრძალავენ საჭირო მოწყობილობების ექსპორტს ყირიმსა და სევასტოპოლში". მიღებული გადაწყვეტილებით, ასევე იკრძალება ვაჭრობა და ინვესტიციების გამნხორციელება ყირიმსა და სევასტოპოლთან.
მიღებული გადაწყვეტილება შესაბამისი წერილობითი პროცედურის გავლის შემდეგ შევა ძალაში და 30 ივლისს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება.
მასალის გამოყენების პირობები