აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ასევე გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის მთავრობის მეთაურებმა მოლაპარაკებები და რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღებაზე შეთანხმდნენ. ნათქვამია ელისეს სასახლის კომუნიკეში, რომელიც მოლაპარკებების შედეგად გაფორმდა.
როგორც ცნობილია, აქამდე ამგვარი სანქციების შემოღებას წამყვან პოლიტიკური ლიდერებს შორის კონსესუსის არარსებობა ართულებდა.
„სინანულით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად არაერთი მოწოდებისა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიმართ, რუსეთი არ ცდილობს მოახდინოს გავლენა სეპარატისტებზე და მათ მოლაპარაკებებისკენ მოუწოდოს. რუსეთი ასევე არ დგამს ნაბიჯებს უკრაინასთან საზღვარზე რეალური კონტროლის დასამყარებლად",- ნათქვამია გავრცელებულ კომუნიკეში და იქვე აღნიშნულია, რომ „ხუთი ქვეყნისა და მთავრობის ლიდერმა დაადასტურა, რომ შექმნილ სიტუაციაში ისინი მზად არიან ახალი შეზღუდვების (სანქციების) დაწესებისათვის".
გავრცელებული ინფომაციით, ეს შეზღუდვები შეეხება არა ცალკეულ პირებს და დაწესებულბებს, არამედ რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის მთლიან დარგებს. წყაროები ირწმუნებიან, რომ ამ სანქციების დაწესებით, ეფექრი ორი წლის განმავლობაში რუსეთისათვის 2 მილიარდი ევროს ტოლი იქნება.