ანტიტერორისტული ძალები წარმატებული საბრძოლო მოქმედებების განხორციელების შედეგად შახტიორსკში, ტორეზსა და ლუგუტინოში შევიდნენ.
ძალოვნები აღნიშნავენ, რომ კონტროლი ამ ქალაქებზე კეთილსაიმედო პირობებს შექმნის წინ, დონეცკში წასაწევად. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„მოცემულ ქალაქებში კონტროლი კეთილსაიმედო პირობებს შექმნის დონეცკსა და გორლოვკაში მყოფი ტერორისტული დაგუფებების საბოლოოდ ალყაშემორტყმისათვის. ამჟამად ქალაქების პერვომაისკისა და სნეჟნოეს გათავისუფლებისათვის მიდის ბრძოლა",_ ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 28 ივლისის მდგომარეობით, ანტიტერორისტულმა ძალებმა გაათავისუფლეს საურ-მოგილა, საიდანაც ბანდიტები უკრაინის არმიას და დასახლებულ პუნქტებს ცეცხლს უხსნიდნენ, ქალაქი დებალცევო და ასევე მნიშვნელოვნას წაიწიეს წინ რუსი ბოევიკების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.