გაეროს უკრაინაში ადამიანის უფლებების მონიტორინგის მისიის მონაცემებით, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში მიმდინარე კონფლიქტის განმავლობაში, რომელიც უკვე სამი თვის განმავლობაში გარძელდება დაღუპულია სულ მცირე 1129 ადამიანი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მსხვერპლის რაოდენობის განსაზღვრა „უკიდურესად რთულია".
გაეროს მონიტორინგის მისია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მონაცემებს ყველა მეტად სანდო და ხელმისაწვდომი წყაროებისაგან იღებენ. ამ მონაცემთა მიხედვით, მოკლულთა რაოდენობა აპრილის შუა რიცხვებიდან 15 ივლისამდე სულ მცირე 100 ადამიანია, 26 ივლისამდე 1129 ადამიანი. დაჭრილია 3442 ადამიანი.
ამას გარდა, მისია ანგარიშში ასევე შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობით ყირიმში. ანგარიშში აღნიშნულია, რომ იქ გაატიურებულია უკრაინის მოქალაქეების, ყირიმელი თათრებისა და რელიგიური და სხვა უმცირესობების დევნა. ძირითადად მათი, ვინც იქ ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების წინააღმდეგი იყო.
მასალის გამოყენების პირობები