მალაიზიის კუთვნილი თვითმფრინავის „შავი ყუთების" მონაცემები ადასტურებენ ვერსიას საჰაერო ხომალდში რაკეტის მოხვედრის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ცენტრის სპიკერი ანდრეი ლისენკო ავრცელებს.
„ექსპერტებმა, რომლებიც „ბოინგ -777"-ის კატასტროფის მიზეზებს სწავლობდდნენ გვაცნობეს, რომ შავი ყუთების მონაცემები მიუთითებენ იმაზე, რომ თვითმფრინავის ნგრევისა და ვარდნის მიზეზი მასობრივი აფეთქების დეკომპრესია გახდა, რომელიც სარაკეტო აფეთქების მრავალრიცხოვანმა ნამსხვრევებმა გამოიწვია",_ განაცხადა მან.
შეგახსენებთ, რომ საჰაერო ხომალდში რაკეტის მოხვედრის ვერსია, თავიდანვე ერთ -ერთი ძირითადი იყო.
მასალის გამოყენების პირობები