ლუგანსკში წუხელ დაცხრილვების შედეგად 5 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, დაჭრილია 15 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ლუგანსკის საქალაქო საბჭოს ინფორმაციით, წუხელ სასწრაფო დახმარება ლუგანსკში 106 ჯერ გამოიძახეს.
„დაცხრივების შედეგად დაზიანებულია 20 საცხოვრებელი სახლი",_ წერს უკრაინული მედია.