რუსეთის ფედერაცია უკრაინის საზღვართან ჩეჩენი ბოევიკებისა და სამხედრო ტექნიკის მობილიზებას ახდენს. ამის შესახებ უკრაინის უშიშროების საბჭოს საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელის ანდრეი ლისენკომ განაცხადა. მისი თქმით, ჩეჩენი დაქირავებულები ბოევიკები როსტოვში ჩაიყვანეს.
„როსტოვში ჩეჩენი დაქირვებულების ორი ბატალიანო ჩაიყვანეს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის საზღვათან სამხედრო ტექნიკისა და მებრძოლების მობილიზაცია ხდება, ისინი დისლოკაციის ადგილის კეთილმოწყობას ახდენენ", - განაცხადა ლისენკომ.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან გასული ღამის განმავლობაში საზღვრის დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.