ლუგანსკში გასული დღეღამის განმავლობაში დაღუპულია 9 მშვიდობიანი მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესაებ უკრაინული მედია ავრცელებს. რუსული მედია კი წერს, რომ წუხელ დაღუპულია 15 ლუგანსკელი და დაჭრილია 60.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია 29 ლუგანსკელი.
ლუგანსკის ანტიკრიზისული ცენტრის ინფორმაციით, გასული დღეღამის განმავლობაში ლუგანსკში დაფიქსირებულია სასწრაფო დახმარების ავტომობილის გამოძახების შემთხვევა. დაზიანებულია 22 შენობა.