ევროკავშირმა სანქციური სიის ახალი ფიგურანტების ვინაობა გამოაქვეყნა. ნუსხაში 15 გვარი და 18 ორგანიზაცია და კომპანიაა.
ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ გაფართოებულ ნუსხაში შედიან:
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი მიხაილ ფრადკოვი, ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვი, უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, მისი მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, უშიშროების საბჭოს წევრი ბორის გრიზლოვი, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მეხუთე სამმართველოს ხელმძღვანელი სერგეი ბესედა, დუმის დეპუტატი მიხაილ დეგტიარევი, კრანდოდარის მხარის გუბერნატორი ალექსანდრე ტკაჩოვი, დონეცკის თვითგამოცხადებული რეპუბლიკის „მობილიზაციურისამმართველო უფროსი პაველ გუბარევი და მისი მეუღლე ეკატერინა, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სარდლობის წარმომადგენელი ფიოდორ ბერეზინი, ნოვოროსიის „პრეზიდენტი" ვალერი კაუროვი, ტერორისტების სამხედრო ხელმძღვანელები სერგეი ზდირილიუკი და ალექსანდრე ანტიუფეევი.
ორგანიზაციებს შორის სანქციებში მოხვდდნენ:
თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკები, ასევე ნოვოროსია, „ველიკოე ვოისკო დონსკოე", რადიკალური გასამხედროებული ორგანიზაცია „სობოლი", აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედი დაჯგუფებები: „ლუგანსკის გვარდია" სამხრეთ-აღმოსავლეთის არმია", „დონბასის სახალხო ამბოხებულები", „ბატალიონი ვოსტოკი".
ამ ნუსხის ფიგურანტი ასევე გახდა 9 ყირიმული კომპანია.