24-27 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, რიგით VIII შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი ჯაზ-შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები ჩატარდება 4 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ტენისის კორტებზე. ფესტივალის ეგიდით, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე ფასიანი კონცერტების გარდა, ბენდი „MEN IN BRASS" ამ სამი დღის განმავლობაში განმავლობაში 15 უფასო შოუს გამართავს, სადაც ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს საშუალება ექნებათ უფასოდ მოუსმინონ ცოცხალ მუსიკას.
ჯაზ-ფესტივალზე მოწვეული მუსიკოსები შემადგენლობა შემდეგია: KOOL AND THE GANG (USA), LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA), BOOTSY COLLINS & The Funk Unity Band (USA), MARIO BIONDI (IT), RAMON (AT), MEN IN BRASS (GER), Parov Stelar presents MAX THE SAX (AT).
2008 წლიდან ბათუმის ჯაზ-ფესტივალი ევროპის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ფესტივალების კატალოგშია შესული.
ფესტივალის წარმდგენი:
• საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
• თიბისი ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურება TBC Status
მხარდამჭერები:
• აჭარის კულტურის სამინისტრო
• ბათუმის მერია
• აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი
• კავკასუს ონლაინი
• საუნდსითი
მასპინძელი:
• შერატონ ბათუმი
• ტურისტული კომპანია „კალიფსო"
ფესტივალის ორგანიზატორი:
• კომპანია „ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
• ბილეთების გაყიდვა დაიწყება 16 მაისიდან ონლაინ ვებ-გვერდზე BILETEBI.GE;
• ბილეთების TBC Platinum, TBC PrimeCard და TBC Status ბარათებით შეძენისას მოქმედებს ექსკლუზიური ფასი;
• დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://batumijazz.ge/ ან დარეკეთ 2 99 05 99;
ფესტივალის პროგრამა:
• 24 ივლისი, 21:00 - ბათუმის ტენისის კორტები - KOOL AND THE GANG (USA)
• 25 ივლისი, 21:00 - ბათუმის ტენისის კორტები - LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA)
• 26 ივლისი, 21:00 - ბათუმის ტენისის კორტები - BOOTSY COLLINS &The Funk Unity Band (USA)
• 24-26 ივლისი, 23:00 - კლუბი „Take Five" - RAMON (AT)
• 24-26 ივლისი, 11:00 - 20:00 - ბათუმის ბულვარი - MEN IN BRASS (GER)
• 27 ივლისი, 23:00 - კლუბი „Take Five" - Parov Stelar presents MAX THE SAX (AT)
• 27 ივლისი, 21:00 - ბათუმის ტენისის კორტები - MARIO BIONDI (IT)
საკონტაქტო პირი:
ქეთი ებანოიძე - 577 42 56 11; 599 89 99 31
ლევან გიორგაძე - 558 13 14 15
მოწვეული მუსიკოსების შესახებ:
KOOL AND THE GANG (USA) - 24 ივლისი
Kool & The Gang-ს მსოფლიოში გაყიდული აქვს 70 მილიონზე მეტი ალბომი. მსოფლიოში ცნობილი სიმღერების („Celebration", „Cherish", „Jungle Boogie", „Summer Madness" და „Open Sesame") წყალობით, მათ ორჯერ მოიგეს „გრემი", შვიდჯერ - ამერიკის მუსიკალური ჯილდო, 25-ჯერ იყვნენ არენბის ჰიტების საუკეთესო ათეულში, ხოლო ცხრაჯერ - საუკეთესო პოპ-ათეულში მოხვდნენ. ჯგუფი 31 ოქროს და პლატინის ალბომის ავტორია. ეს არის ერთადერთი არენბი ჯგუფი, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში მუდმივად დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე. შესრულების და მუსიკალური გაფორმების თავისებური, არაორდინალური და თავდაჯერებული სტილის გამო Kool & The Gang-ი ყველა დროის ერთ-ერთ მისაბაძ ბენდად იქცა. ბენდის ვარსკვლავური რეპუტაცია თითოეული ალბომის გამოცემასთან ერთად სულ უფრო და უფრო მყარდებოდა. 1973 წელს ოქროს დისკად ქცეულმა ალბომმა „Wild & Peaceful", ჯგუფს კიდევ უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა, რაც განპირობებული იყო ალბომში შესული ისეთი სიმღერებით როგორებიცაა „Funky Stuff", „Hollywood Swinging" და „Jungle Boogie", რომლებიც წვეულებების და გართობის ჰიმნებად იქცნენ. ამ წარმატებას მოჰყვა კიდევ არაერთი ცნობილი ჰიტი - „Higher Plane", „Summer Madness"-ის კლასიკური ვერსია (Grammy-ს მფლობელი ფილმის „როკის" საუნდრეკი), „LPs Spirit of the Boogie", „Love & Understanding" და „Open Sesame". ამ უკანასკნელის ორიგინალი მუსიკა გამოყენებული იყო ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი ფილმის „Saturday Night Fever"-ის საუნდტრეკად - ჯგუფს მეორე გრემი სწორედ ამ სიმღერამ მოუტანა.
LIV WARFIELD feat. The NPG Hornz (USA) - 25 ივლისი
R&B-სა და სოულის შემსრულებელთა შორის, ლივ ვორფილდი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმის ტემბრის მქონე მომღერალია. იგი სცენაზე პარტნიორობას უწევდა ისეთ ლეგენდარულ შემსრულებლებს და ჯგუფებს, როგორებიცაა „ელ გრინი", ბი ბი კინგი, „რუთსი" და „დეივ მეთიუსის ბენდი". ამჟამად, იგი არის პრინცის ბენდის „New Power Generation"-ის წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული მის ელექტრონულ ლაივ შოუში „NPG Hornz"-ს. მომღერლის ბოლო ალბომი 2014 წლის დასაწყისში გამოვიდა, რომლის აღმასრულებელი პროდიუსერი მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი პრინცია.
BOOTSY COLLINS & the Funk Unity Band (USA) - 26 ივლისი
საზოგადოებამ ბუთსი ქოლინზი 1970 წელს გაიცნო, როდესაც იგი სცენაზე ჯეიმს ბრაუნთან, მოგვიანებით კი „Parliament-Funkadelic"-თან ერთად გამოდიოდა. ბას-გიტარის არაჩვეულებრივი ფლობის უნარისა და განსხვავებული ვოკალის მქონე ქოლინზი დღეს ფანკის ერთ-ერთი წამყვანი შემსრულებელია. 1997 წელს ბუთსი ქოლინზი „Parliament-Funkadelic"-ის 15 წევრთან ერთად მოხვდა იმ პირთა სიაში, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მუსიკის სფეროს განვითარებაში. მუსიკოსი ასევე წარმოდგენილია „როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში" (Rock and Roll Hall of Fame).
MARIO BIONDI (IT) - 27 ივლისი
იტალიელი ჯაზ-სოულ ვოკალისტი, მარიო ბიონდი პირველად მსმენელის წინაშე 12 წლის ასაკში, ეკლესიაში წარდგა. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო სიცილიის სიმღერის ფესტივალში (Festival della Canzone Siciliana), სადაც მესამე ადგილი დაიმსახურა. მომღერალი სცენაზე პარტნიორობას უწევდა ისეთ იტალიელ კორიფეებს, როგორებიც არიან კალიფანო, ბონგუსტო და ფიორელო, ასევე ამერიკელ ლეგენდას რეი ჩარლზს. ბიონდის ჩაწერილი აქვს სიმღერები მსოფლიოში ცნობილ ჯგუფებთან „Change", „Mario Brothers", და „Funky Company". ძლიერი და უნიკალური ხმის გამო, მას მალევე ურჩიეს სოლო კარიერის დაწყება. ამერიკელი არ-ენ-ბი შემსრულებლების ლუ როულსის, ლაზერ ვანდროსის და დონი ჰეთევეის სიმღერებით შთაგონებული ბიონდის სადებიუტო ჩანაწერი 2006 წელს Family Affair-მა გამოუშვა. სოულის სტილში შესრულებული სიმღერა „This Is What You Are", დაუყოვნებლივ გახდა პოპულარული მთელს იტალიასა და დიდ ბრიტანეთში. ერთი წლის შემდგომ, ბიონდიმ ეს სიმღერა სანრემოს ფესტივალზე შეასრულა, რამაც მისი პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა და „ევროპის ბილბორდ ტოპ ასეულში" მოახვედრა.