ხვალ, 22 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობისა და სუვერენიტეტის თემაზე უშიშროების საბჭოს სხდომას ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„22 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტის თავმჯდომარეობით უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც იგეგმება საკითხთა კომპლექსის განხილვა რომელიც რუსეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ეხება", _ ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხდომაზე ანგარიშით, რუსთს უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი წარდგება.
მასალის გამოყენების პირობები