უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინელ ძალოვნებს ვერტმფრენის ვარდნის 40 კილომეტრიან რადიუსში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა უბრძანა. განცხადება ამის შესახებ „ტვიტერში" თავის გვერდზე სახელმწიფოს მეთაურის პრესმდივანმა სვლიატოსლავ ცეგოლკომ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„პოროშენკო: ვერტმფრენის ვარდნის ირგვლივ 40 კმ-ის რადიუსში უკრაინელი სამხედროები ცეცხლს არ გახსნიან",_ ნათქვამია შეტყობინებაში.